31 მარტის შემდეგ იტალიის ხელისუფლება აღარ აპირებს გააგრძელოს ამჟამად მოქმედი შეზღუდვები იტალიაში უცხოელი ტურისტების შესვლასთან დაკავშირებით: მიმდინარე კვირაში ქვეყნის მთავრობაში უნდა დაასრულონ აღდგომისთვის კორონავირუსის პანდემიიდან გამოსვლის „საგზაო რუკაზე“ მუშაობა. ამის შესახებ გაზეთი Corriere della Sera წერს.
პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგის თქმით, ამჟამად მუშავდება იტალიაში შეზღუდვების თანდათანობით შემსუბუქებისა და მოგზაურთათვის ქვეყნის გახსნის ღონისძიებათა მთელი კომპლექსი.
მაგალითად, იგეგმება ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იტალიაში ჩამსვლელი მგზავრების გათავისუფლება კარანტინის ან დამატებითი ტესტირებისგან.
პირველი აპრილიდან უცხოელებს შესაძლოა უფლება მისცენ, „მწვანე საშვის“ გარეშე შევიდნენ ბარებსა და რესტორნებში, დაბინავდნენ სასტუმროებში და ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სტატია სრულად გაეცანით აქ