საბერძნეთში მცხოვრები მაია ბაჩანაშვილი ესპანეთში დადგმულ ემიგრანტი დედის ქანდაკების ფოტოს აქვეყნებს და წერს:

,,შეხედეთ ამ ფოტოს, კარგად დააკვირდით… ზუსტად ასახავს ემიგრანტი დედის სულს, მდგომარეობას.
კარგად დააკვირდით ისინი, ვინც ურცხვად, ფეხი-ფეხგადადებული მათხოვარივით ხელი გაქვთ გაშვერილი _ ,,დე, ფული გამომიგზავნე, მანქანა მინდა, ვიყიდო”, ,,დე, ფული გამომიგზავნე, ვალი მაქვს”.

ასევე კარგად დააკვირდით, სახედაკარგულო არაკაცებო, რომლებიც ცოლების გამოგზავნილი ფულებით საყვარლებში იწონებთ თავს და კაცად მოგაქვთ თავი.

აი, ეს არის ემიგრანტი დედა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ან დასნეულებული, ავადმყოფი უბრუნდება საკუთარ კერას, ან სხვა ქვეყანაში ასრულებს სიცოცხლეს”.