ვულკანის ამოფრქვევის გამო იტალიის ქ. კატანიის აეროპორტი დაიკეტა
ვულკან ეტნის მორიგი ამოფრქვევის გამო სიცილიის ქ. კატანიის აეროპორტი დაიკეტა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ აეროპორტის პრესსამსახური ავრცელებს.
„შექმნილი ვითარდებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ დროებით შევაჩეროთ ფუნქციონირება”, – ნათქვამია აეროპორტის სოციალურ ქსელების გვერდებზე. გაუქმებულ ან გადატანილ რეისებთან დაკავშირებით მგზავრებს ურჩევენ, შესაბამის ავიაკომპანიებს დაუკავშირდნენ.
თვითმფრინავები, რომლებიც კატანიაში უნდა დამჯდარიყო, პალერმოში ან სიცილიის სამხრეთში – კომიზოში გადაამისამართეს.