რუსული ბომბები ევროპის ცაზე – გამაფრთხილებელი ვიდეო
უკრაინულ მედიაში მორიგი გამაფრთხილებელი ვიდეო ვრცელდება. ავტორები ევროპას აფრთხილებენ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებიდეს ევროპული ქალაქები რუსული ბომბების ქვეშ და უკრაინის ცის ჩაკეტვას მოითხოვენ.
გერმანიაში მცხოვები ქართველი ემიგრანტები
უკრაინულ მედიაში მორიგი გამაფრთხილებელი ვიდეო ვრცელდება. ავტორები ევროპას აფრთხილებენ, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებიდეს ევროპული ქალაქები რუსული ბომბების ქვეშ და უკრაინის ცის ჩაკეტვას მოითხოვენ.
ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მისი წინასწარმეტყველება ვრცელდება, რომელიც რუსეთს ეხება: “„რუსეთს აუცილებლად გარიცხავენ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ასე ვთქვათ, წონიანი, გავლენიანი ორგანიზაციებიდან!“ ასე ბრძანა ქალბატონმა ლელამ 2012 წელს ჩაწერილ ინტერვიუში, რომელიც მისი საავტორო გაზეთის №66-ში გამოქვეყნდა და 2017 წელს გამოცემულ წიგნშიც შევიდა. თუმცა ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვა ქალბატონმა ლელამ კიდევ უფრო ადრე იწინასწარმეტყველა. მიმდინარე წლის 10 მარტს რუსეთის…
სოციალურ ქსელში Tea Theona აქვეყნებს პოსტს რომელსაც EMIGRANTEBI.ORG-ი უცვლელად გთავაზობთ დაერხა საქართველოს, შვედური Handelsbank მოვიდა შეტყობინება , 21 მარტიდან საქართველოში და სომხეთში ყველანაირი საბანკო გზავნილი გაჩერებულია , რუსეთთან დაწესებული სანქციების გამო ! წყარო Tea Theona
გერმანიის ქართული სათვისტომო, ემიგრანტების მიერ უკრაინაში გასაგზავნ ჰუმანიტარულ ტვირთთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. მათი განცხადებით, შეგროვილი ნივთები უკრაინაში დღეს ღამით გაიგზავნება. “დღეს თქვენი დახმარებით შეძენილი ნივთები (ე.წ. იზო-ლეიბები, თბილი გადასაფარებლები, სამედიცინო სახვევები, ერთჯერათი თეფშები, კოვზები, წამლები, მაზები და ა.შ.) მივიტანეთ უკრაინულ კათოლოკური ეკლესიის საწყობში მიუნხენში. ეს ყველაფერი დღეს ღამესვე გაიგზავნება უკრაინაში. უკრაინელმა მეგობრებმა დიდი მადლობა გადმოგვცეს…
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ნენსი ფეზერი მიგრაციის პოლიტიკის ლიბერალიზაციას განაგრძობს და ამ კუთხით ევროპაში პოლიტიკურ მხარდაჭერას ეძებს. თუმცა მის გეგმებსა და მოსაზრებებს აკრიტიკებენ როგორც გერმანიაში, ასევე ევროპის მასშტაბით. ნენსი ფეზერი მხარს უჭერს გერმანიაში მიგრაციის პოლიტიკის კიდევ უფრო გამარტივებას და გერმანიაში ეგრეთ წოდებული „ახალი სოლიდარობის“ ტენდენციის დამკვიდრებას ცდილობს. როგორც ფეზერმა 11 თებერვალს ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისართან,…
გერმანიაში, ქალაქ ბამბერგის საემიგრაციო ბანაკში ქართველებსა და არაბებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს სხვადასხვა ბლაგვი საგნებით გაუსწორდნენ, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე დააზიანა ინფრასტრუქტურა. ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველ კადრებს ერთ-ერთი ადგილობრივი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მიმდინარე წელს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ფინანსური წახალისების პროგრამა კვლავ ამოქმედდა – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო. საქმე ეხება მიგრანტების დახმარების სახელმწიფო პროგრამას, რომელიც გასულ წელს გამოცხადდა და სხვა ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები მიგრანტებს დახმარებას მაქსიმუმ 4000-ლარიანი გრანტით ითვალისწინებს. დაბრუნებული მოქალაქეები გრანტის სახით ტექნიკას ან…
იყიდება ქმარი! – უჩვეულო „ექსპონატი” აუქციონზე, ახალგაზრდა ქალმა „გაიტანა“. აუქციონის მონაწილეებს შორის ყველაზე მაღალი ფსონი 100 დოლარი იყო. 4 და 6 წლის ბიჭების დედამ ქმრის გაყიდვის გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როცა 37 წლის ჯონი მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წავიდა და მეუღლე ბავშვებთან მარტო დატოვა. გაბრაზებულმა ქალმა ვებგვერდზე Trade Me გასაყიდი კაცის შესახებ განაცხადი გააკეთა – “იყიდება ქმარი…
ევროპაში შესაძლოა Facebook და Instagram გაითიშოს. კომპანია Meta-ს განცხადებით, იმის გამო, რომ მათ ვერ მიაღწიეს მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, ევროპაში მისი პლატფორმების მუშაობა საფრთხის ქვეშაა. მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ევროპული კანონების მიხედვით, ევროპელი მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ ის აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს. Meta…
პანდემიის მიმდინარე ტალღის დასრულების შემდეგ, ევროპის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას შესაძლოა კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოუყალიბდეს COVID-19-ის წინააღმდეგ, აცხადებენ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულ ცენტრში (ECDC). „იმის გათვალისწინებით, რომ დაავადების ახალი შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა დაკავშირებულია „ომიკრონის“ გავრცელებასთან, ამავე დროს კი ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის მოსახლეობის დაახლოებით 70%-მა პირველადი ვაქცინაციის კურსი დაასრულა, სრულიად მოსალოდნელია, რომ პანდემიის ამ ტალღის…