სოციალურ ქსელში  ქართველი ემიგრანტი ირა სოფრომაძე, რომელიც თვითმფრინავით სტამბოლი-მილანი რეისით მგზავრობდა. ემოციურ წერილს ავრცელებს:

რეისი 1213
სტამბული – მილანი
გიგრძვნიათ ,რომ სიკვდილი ახლოს არის?,ყოფილხართ იმის მოლოდინში რომ სიცოცხლე მალე დამთავრდება?? თუ არ გიგრძვნიათ, უფალმა გაშოროთ .ორჯერ ვნახე ეს ,როცა ელექტრო შოკი დამჭირდა და მესამედ დღეს , 2022 წლის 24 ივნისს ,არ მახსოვს, ზუსტად რომელი საათი იყო, ალბათ 4-ს აკლდა წუთები, ვიგრძენი რომ თვითმფრინავი ჯერ შექანდა, ვიფიქრე ტურბოლეტურ ზონაში შევიდა, მაგრამ მერე თითქოს, გაჩერდა, შემდეგ ისევ შექანდა და ადგილზე დაიწყო მილანის თავზე წრეზე მოძრაობა,შემდეგ ზევით ქვევით ტრიალი, გრიალ გრიალით.

ცხადი იყო ,რომ რაღაც უჭირდა

ვერც დაშვებას ახერხებდა ,და გადაწყვეტილებასაც აგვიანებდა, როცა ბენზინის დაცლა დაიწყო,ყველამ გადავწყვიტეთ, პოლოტი ემზადებოდა , თუ ჩამოვარდებოდა, აფეთქებისგან ეხსნა თვითმფრინავი.მერე დავინახე ფერწასული სტიუარდესები,ერთმა მათ

შორის რემენი ორჯერ გადაიჭირა .მაშინ კი გავიაზრე ,როგორ დავეშვით დაბლა და წამში ვიქეცით ცეცხლის ალში ნაფლეთებად.

სისხლი გამეყინა თითქოს , უცებ ტელეფონი ავიღე და შვილებს ბოლო მესიჯები გავუგზავნე, თვითმფრინავში ხალხი პანიკამ მოიცვა,მე ხმა არგამიღია , როცა ცეცხლის ალივით კაშკაშა სინათლე სარკმელს მოასკდა , თავი დავხარე და ჩუმად ავტირდი, ყველაფრის ფიქრი მოვასწარი, რადგან ეს კოშმარი ერთ საათამდე გაგრძელდა.

ბოლოს პილოტის ხმა მომესმა, მილანში(ბერგამოში ვერ ვჯდებით უამინდობის გამო და ვენეციაში დავჯდებითო,, მეტი აღარ გამიგონია, თუმცა მივხვდი,რომ ეს მარტო უამინდობის ბრალი არ იყო.ხალხი პანიკაში იყო,

მივხვდი, რომ გადავრჩით. თვითმფრინავი კი არ დაჯდა , დავარდა, ისეთი ძალით დაენარცხა.

ტაშმა იგრიალა თვითმფრინავში, გახარებული ხალხი ასე უხდიდა მადლობას პილოტებს, სიცოცხლისთვის.

იცით ,რამდენი პატარა საყვარელი ბავშვი იყო თვითმფრინავში? გაფიქრებაც არ მინდა.

აეროდრომზე ცუდად გავხდი თბილისში გამოფრენამდე , ექიმი გამოიძახეს, ძლივს მომაბრუნეს, ჩემი შვილი ირაკლი გარედან მითვლიდა, დაბრუნდი დედა არ წახვიდეო, უცებ გავიფიქრე, იქნებ ნიშანი იყო და არ უნდა წამოვსულიყავი. ?მოკლედ სიბერემდე სიქაჩლეს მოელოდეო და ისე დამემართა, მომილოცეთ ცოცხალი ვართ,

გილოცავთ, ვულოცავ იმ სამას ადამიანს ,ვინც ბორტზე ვიყავით.

მადლობა ვინც მშვიდობით ფრენა მისურვეთ, თქვენმა ლოცვამ გადამარჩინა.’დიდება უფალს, მადლობა მამაGermane Laferadze დალოცვილი და ნაზიარები რომ გამომიშვა.მადლობა ჩვენ პილოტებს.

მიყვარხართ.

P.s

დღეს გავიგეთ, 14 თვითმფრინავი იყო თურმე ჩვენ დღეში და ტრიალებდა მილანის თავზე, შოუ გეგონებოდა ცა ისეთ დღეში იყოოო, აეროდრომზე აჩვენებდნენ თურმე ეკრანზე.მაგრამ

მათ შორის ჩვენმა თვითმფრინავმა დაზიანებაც მიიღო , თურმე ,იმიტომ უჭირდა ასე.

უფალო ,დაგვიფარე დაიფარე, მომავალში ყველა მგზავრი.