რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა იტალიის პრემიერ-მინისტრ, მარიო დრაგის განუცხადა, რომ “უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები ჯერ არ არის შექმნილი”. ამის შესახებ მარიო დრაგიმ, 31 მარტს, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მარიო დრაგის სიტყვით, ვლადიმერ პუტინმა პირადი საუბრის დროს მას უთხრა, რომ რუსულ გაზთან დაკავშირებული მიმდინარე კონტრაქტები ძალაში რჩება და ევროპული ფირმები გადასახადების გადახდას ჩვეულებრივ, ევროსა და დოლარში განაგრძობენ და არა რუბლში.

„რაც გავიგე, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე, არის ის, რომ გადახდის კონვერტაცია არის რუსეთის ფედერაციის შიდა საქმე“, – დასძინა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, თავდაცვის ხარჯების გაზრდის შესახებ შეკითხვაზე, მარიო დრაგიმ განაცხადა, რომ იტალია მიაღწევს ნატოს მიზანს და 2028 წლისთვის, იგი მშპ-ის 2%-ს თავდაცვის სექტორისათვის გამოყოფს..