ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი საბაგირო დაახლოებით ნახევარი საათია გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ.

არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები და მიმდინარეობს პრობლემის მოგვარება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.