სისხლიანი გარჩევა წეროვანში – დაჭრილია 3 ადამიანი
წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 პირი დაჭრეს. კონფლიქტი მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამი პირი დაჭრა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცხადებს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.