წეროვანში, დევნილთა დასახლებაში 3 პირი დაჭრეს.
კონფლიქტი მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ადგილობრივმა სამი პირი დაჭრა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცხადებს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.