საქართველოში ყველაზე გავრცელებული TOP-5 დანაშაული

საქართველოში კრიმინალი კვლავ მზარდია – 2021 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისამდე პერიოდში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა 4,8%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია შსს–ს ვებ–გვერდზე განთავსებულ მასალებში. 2021 წლის რვა თვეში დაფიქსირებულია 34.848 დანაშაული, საიდანაც გახსნილია მხოლოდ 41,64%.
ამასთან მხოლოდ ივლისში ჩადენილია 5,8 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის მაჩვენებელს 1,2%-ით მეტია.

შსს–ს მასალების მიხედვით, საქართველოში თვეში საშუალოდ 4,5–5 ათასი დანაშაული ფიქსირდება.

კრიმინალის ტოპ-ხუთეული

საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაული კვლავ ქურდობაა – იანვრიდან ივლისის ჩათვლით დაახლოებით 9,8 ათასი ასეთი შემთხვევა დარეგისტრირდა. აქედან გახსნილია 32,6%.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. რვა თვეში დაფიქსირდა 3,2 ათასი ოჯახური ძალადობის შემთხვევა. აქედან გახსნილია 69%.
მესამე ადგილზე კი ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაული აღმოჩნდა – 2,2 ათასი ფაქტი 8 თვეში, საიდანაც გახსნილია 81,4%.
ყველაზე ხშირი დანაშაულის ხუთეული ასე გამოიყურება:
  • ქურდობა – 9.832 ფაქტი
  • ოჯახური ძალადობა – 3.162 ფაქტი
  • ნარკოდანაშაული – 2.217 ფაქტი
  • სატრანსპორტო დანაშაული – 2.055 ფაქტი
  • მუქარა – 1.998 ფაქტი
გარდა ამისა, შსს–ს მონაცემებით, 2021 წლის პირველ რვა თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა 46 მკვლელობა, აქედან 16 – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი, 124 – ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, 107 – გაუპატიურება, 3 – ადამიანების მძევლად აყვანა, 9 – ადამიანებით ვაჭრობა, 23 – მექრთამეობა, 6 – ტერორიზმი.
წყარო Sputnik Georgia

Similar Posts

  • ბოლნისში, არხში 22 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

    ბოლნისის მუნიციპალიტეტში, წყლის არხში 22 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს. ადგილობრივები ყვებიან, რომ ახალგაზრდა ქალი ახალი გათხოვილი იყო. 22 წლის გოგოს ოჯახის წევრები გუშინ დილიდან, პოლიციასთან ერთად ეძებდნენ. ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით დაიწყო.

  • ვინ გაემგზავრება ვენეციის ბიენალეზე: კონკურსის შედეგები

    გამოვლინდა ვენეციის ბიენალეს ფარგლებში სარეზიდენციო პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდების ვინაობა, ნათქვამია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციაში. 59-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა — ვენეციის ბიენალე 2022 წლის 23 აპრილიდან 27 ნოემბრამდე იტალიაში, ქალაქ ვენეციაში გაიმართება. გამოფენის კურატორია სესილია ალემანი, ხოლო ბიენალეს ქართველი კომისარია მაგდა გურული. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემაა „რძე სიზმრებისა“ (The Milk of Dreams), სახელწოდება…

  • ეს ინფორმაცია ქალებს დააინტერესებთ

    „ბოლო წლებია პოპულარული გახდა კოლაგენის შემცველი საკვები დანამატების მიღება, განსაკუთრებით ქალებში. ისინი ამ დანამატს მოიხმარენ იმ მიზეზით რომ საზოგადოებაში ცნობილია მითი, რომ კოლაგენის დანამატის სახით მიღება დადებით ზეგავლენას ახდენს კანის სტრუქტურაზე, კერძოდ ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, ხელს უწყობს კანის ელასტიურობასა და ჰიდრატაციას“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია წერს. „კოლაგენის დანამატები (Collagen supplements)…

  • მაია ასათიანისთვის ილოცეთ ემიგრანტებო – შოთო სიხარულიძე

    მაია ასათიანისთვის ილოცეთ ემიგრანტებო… ჩვენ ერთად შევძლებთ მის დახმარებას ამ მძიმე დროს მალე მოგაწვდით დეტალურად ყველაფერს…. ფეისბუქ ლაივში აგიხსნით ყველაფერს…წერს სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ხალხოო რა ვერ გაიგეთ შვილ მკვდარ დედას ქარიც სხვა ხმაზე ეჩურჩულებაო.. “შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები” მაია ასათიანს ულოცავს გადარჩენას… უსურვებს სულიერ სიმშვიდეს წარმატებებს ჯანმრთელობას და ბედნიერებას… მაი გვიყვარხარ ემიგრანტებს ჩვენო ტკბილო…

  • მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან მიმართვას ავრცელებს. ექს-პრეზიდენტი 21 დეკემბერს დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდადებისა და წინააღმდეგობის კერების გარეშე არაფერი გამოვა. მისივე თქმით, აპირებს ოპოზიციურ ერთობას და ქართულ საზოგადოებას კრიზისის დასაძლევად საკუთარი წინადადებები შესთავაზოს. “ვუპასუხოთ ქურდებისა და მკვლელების ბანდას ფასების ზრდისთვის, უმუშევრობისთვის, ქვეყნის დაცლისთვის, საბანკო განაკვეთებით ძარცვისა და პოლიტიკური რეპრესიებისთვის, მძლავრი საერთო ეროვნული აქციით, 21…

  • მოქალაქეთა ნაწილისთვის სესხის აღება რთულდება – დეტალები

    მსესხებელთა ნაწილისთვის სასესხო მოთხოვნები მკაცრდება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. კერძოდ, კი თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ახალი გადაწყვეტილებით ეს ზღვარი 1 500 ლარამდე იზრდება. აღნიშნული ცვლილება 2022 წლის 1-ლი აპრილიდან ამოქმედდება. „სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *