ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა
ღუდუშაურის კლინიკაში სამი ტყუპი დაიბადა. სამივე მათგანი მამრობითი სქესისაა და, როგორც კლინიკის Facebook გვერდზე ვკითხულობთ, ძალიან ძლიერი და მამაცი ბიჭები არიან.
“უკვე გავაცილეთ სახლში ჩვენი მორიგი 3 ტყუპი, ძალიან ძლიერი და მამაცი ბიჭები – გიორგი, მათე და ნიკოლოზი. ისინი 33 კვირის ვადაზე დაიბადნენ და გაიზარდნენ ჩვენს NICU განყოფილებაში“, – ნათქვამია ღუდუშაურის კლინიკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში.