ორი დღეა ოჯახი მარტვილში გაუჩინარებულ 13 წლის გოგოს ეძებს
მარტვილში გაუჩინარებულ 13 წლის გოგონას მეორე დღეა ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, მოზარდი გუშინ, სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რის შემდეგაც იგი გაუჩინარდა. არსებული ინფორმაციით, გოგონა ბოლოს მისმა მასწავლებელმა ნახა. „დაახლოებით 5-ის ნახევრისთვის მასწავლებელს დაემგზავრა ბავშვი, მასწავლებელი თავის სახლში შევიდა და მან კი გააგრძელა გზა. თავის დროზე რომ არ მოვიდა მშობლები გამოვიდნენ მოსაძებნად”, – ამბობს დაკარგული გოგონას ახლობელი. დაკარგული…