რუსთავის ერთ-ერთ კლინიკაში მიცვალებულები აერიათ. შეცდომას გარდაცვლილების ოჯახის წევრები მხოლოდ სახლში მიცვალებულების გადასვენების შემდეგ მიხვდნენ.

კლინიკიდან ორი გარდაცვლილი ქალი სხვადასხვა მისამართებზე გადაასვენეს. გაუგებრობაში ჭირისუფლები კლინიკა “რუსთავს”, საავადმყოფოს მენეჯერები კი თავად ჭირისუფლებს ადანაშაულებენ.

შეცდომას ადასტურებენ კლინიკა რუსთავშიც, თუმცა პასუხისმგებლობას ოჯახებს აკისრებენ, საავადმყოფოს იურისტი კურიერთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს რომ ამოცნობა ჩატარდა და შეცდომა ოჯახის წევრებმა დაუშვეს.

სამედიცინო დაწესებულების სწორედ ეს პოზიციაა, მიუღებელი 89 წლის გარდაცვლილი ქალის ოჯახისთვის, შვილიშვილი ამბობს, რომ საავადმყოფოს ბოდიშიც არ მოუხდია. ამის მიუხედავად წიკლაურები ჩივილს არ აპირებენ და კლინიკა რუსთავს მხოლოდ ,მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებისთვის, მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.