ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2209 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.2274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.5549 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.5485 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0064 ლარი შეადგინა.