იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნათია დავითულიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს ქართველები იტალიაში.
„იტალიური ჰაერი ქართველებზე ცოტა ცუდად ხომ არ მოქმედებს? ორი თვის ჩამოსული ვარ და მაქვს სრული შოკი, სირცხვილია და ძალიან „ტეხავს“.
რომში რომ ჩამოვედი, სამსახურს ვეძებდი, დავწერე ერთ-ერთ ჯგუფში და გამომეხმაურა ქართველი გოგო, რომელმაც შემომთავაზა შაბათ-კვირას მის მაგივრად მუშაობა ჩავარდნილ ბებოსთან 20 ევროდ. 20 ევრო ძალიან ბევრია, 10 უნდა შემოგეთავაზებინა, მადლობა!
ქვესტურის კარებთან ვათენებდი სიცივეში (რიგში რომ პირველი ვყოფილიყავი). მოვიდა ვიღაც წელში მოხრილი ქართველი „კაი ბიჭი“ თავის „დაქალოშკებით“ და რატომღაც გადაწყვიტა რომ ჩემზე წინ უნდა შესულიყო.
მადლობა ფერადკანიანებს, გვერდით დამიდგნენ. ჰო და თუ ახლა ამას აქ კითხულობთ რომელიმე და თავი ამოიცანით , მადლობა მითხარით გინების გამო რომ სახე არ ჩამოგიღეთ და წელში არ გადაგღუნეთ კიდევ უფრო.
ერთგან დავბინავდი. იქ მცხოვრები ერთ-ერთი ქართველი გოგონა განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩეოდა. მეგონა, ჰოი საოცრებავ არსებობენ კიდევ კეთილი ადამიანები მეთქი. ჰო და ამ კეთილმა გოგომ ასე სიცილ-კისკისში გაგვქურდა, თან გაქრა. ვალენტინა (თეონა) „ზდრასტი“ თუ აქ ხარ. დედამიწა არც თუ ისე დიდია, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით კვლავ და შენ აუცილებლად შეგრცხვება.
სამსახური დავიწყე, ჩემამდე ერთი ქალი მუშაობდა და ეს ვისზეც ახლა უნდა გიამბოთ მასზე წინ ქართველი გახლავთ. არ ვიცნობდი, მხოლოდ ერთხელ ვნახე, გზაში დავემგზავრეთ შემთხვევით. მაშინ ვისაუბრეთ, ფინჯან ყავაზე დავპატიჟე, გავცვალეთ კონტაქტები, ჰო და რამდენიმეჯერ მომიკითხა, მეგობრული რჩევა მომცა, დაგეხმარები მე აქ ვარ ნუ გეშინიაო. მიდი მანდ იმუშავე ყველაფერი გამოგივაო. ისიც კი ვუთხარი სტიმულს მაძლევ-მეთქი.
ჰო და გუშინ დამირეკა მინდოდა ჩემგან გცოდნოდაო, მაგ სამსახურში უნდა დავბრუნდე, მიზნები მაქვს და მჭირდებაო თორემ სურვილი არაო. მე წარმატებები ვუსურვე, მეტი ვერაფერი ვუთხარი… გეგონება მე არ ვმუშაობდე, ან უმიზნოდ ვიყო აქ.
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი
და კიდევ, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ლექსიკა ყველას ერთნაირად როგორ გაუბილწდა აქ? ზრდილობა ყველა ქვეყანაში საჭიროა და არ არის „კაი ტიპობა“ ეგ“, – წერს დავითულიანი.
წყარო digest.pia.ge