უპრეცენდენტო შემთხვევა ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა. 50 წლის მამაკაცმა ვაქცინის მისაღებად ვიზიტი დანიშნა და ადგილზე ასაცრელად სილიკონის ხელით მივიდა.
ირკვევა, რომ ის თავის ნამდვილ ხელს ზურგსუკან მალავდა, ხოლო ექთანს სილიკონის ხელი გაუმზადა, რომ აეცრა. ექთანმა, ცხადია, მაშინვე შენიშნა, რომ თაღლითობასთან ჰქონდა საქმე, პირველ რიგში, ფერიდან გამომდინარე და შემდეგ ხელითაც გასინჯა.
როგორც ჩანს, მამაკაცმა მისი დარწმუნებაც კი სცადა, რომ ყურადღება არ მიექცია ამ ყველაფრისთვის და ვაქცინა სილიკონის ხელში შეეშვა, მაგრამ ქალმა მკაცრი უარი განუცხადა.
ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარს შემდეგნაირად ახასიათებს: “ტრაგიკული რომ არ იყოს, კომიკური იქნებოდა.”
მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ ყველაზე მძიმედ გადაიტანა კოვიდ-პანდემიის აფეთქება, საზოგადოების ნაწილი დღემდე მსგავსი გზებით ცდილობს აცრის სერთიფიკატების მოპოვებას.
წყარო georgians.gr
გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი