კოვიდრეგულაციების ნაწილი დღეიდან უქმდება. ამიერიდან აღარ არის სავალდებულო ღია სივრცეში პირბადის ტარება, ასევე იხსნება რაოდენობრივი შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო და სოციალურ ღონისძიებებზე.

დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე მყოფი თანამშრომლები თავიანთ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან. ასევე უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

სავალდებულო რჩება პირბადის ტარება დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ ეპიდვითარების დადებითი ტენდენციიდან გამომდინარე მიიღო.