იტალია საგანგებო მდგომარეობას წყვეტს
Reuters -ის ინფორმაციით, იტალია COVID-19-ის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას წყვეტს. შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. “ახალი ეტაპი იწყება… ეს არ ნიშნავს, რომ პანდემია დასრულდა”, – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანსამ. მთავრობამ გარე და დახურულ სპორტულ სივრცეებში დაწესებული რაოდენობრივი შეზღუდვები გააუქმა, ასევე გაუქმდა მოთხოვნა, რომ 50 წელს გადაცილებულმა პირმა სამუშაო ადგილზე შესასვლელად აცრა უნდა ჩაიტაროს. თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნას ჯანდაცვის…