ვარკეთილში გაზის გასამართი სადგური აფეთქდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულია 2 ადამიანი. დაშავებულები გადაყვანილები არიან ხეჩინაშვილის კლინიკაში. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. იუწყება რუსთავი 2

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სახანძრო სამაშველო სამსახური.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.