საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ბავშვთა ბუნებრივი კვების საკითხს ეხმაურება და დედებს რეკომენდაციით მიმართავს:

“ოლო 30 წლის განმავლობაში 40-ზე მეტ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ძუძუთი კვება ამცირებს:

გულის დაავადებებისა და
კიბოს განვითარების რისკს,
როგორც დედისთვის, ასევე ბავშვისთვის.

რეკომენდაცია დედებისთვის:
დაიწყეთ ჩვილის ძუძუთი კვება დაბადებიდან ერთი საათის განმავლობაში.
ამყოფეთ ბავშვი მხოლოდ ძუძუთი კვებაზე პირველი 6 თვის განმავლობაში.
განაგრძეთ ძუძუთი კვება 2 წლის ასაკამდე და უფრო დიდხანს.

ძუძუთი კვება ასევე არის დედის ჯანმრთელობის გარანტი:
უფრო იშვიათად ემართებათ საკვერცხის და ძუძუს კიბო, სისხლდენის განვითარების რისკს ამცირებს
ანტიდეპრესიული მოქმედებაც აქვს
მომატებულ კილოგრამებს უფრო მალე იკლებენ

ძუძუთი კვება ასევე არის ბავშვის ჯანმრთელობის გარანტი:
უფრო ძლიერ იმუნიტეტს
უფრო მაღალ ინტელექტს
უფრო მოწესრიგებულ კუჭ-ნაწლავის სისტემას
ძლიერ გულს
დიაბეტის დაბალ რისკს და
ჭარბწონიაობის რისკების შემცირებას.
ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს ფხაკაძე.