სოციალურ ქსელში სოფო ბობოხიძე აქვეყნებს პოსტს სადაც იგი საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს. emigrantebi.org -ი უცვლელად გთავაზობთ აღნიშნულ პოსტს

,,გამარჯობა, გთხოვთ დაგვეხმაროთ! პირველ აპრილს, საღამოს 5 საათზე ათენში დაიკარგა დათო (ბართლომე ) თაბაგარი, არის მძიმე ავადმყოფი და დამოკიდებულია წამლებზე. მივმართეთ საელჩოს და ამ დრომდე პასუხი ვერ მივიღეთ. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმარეთ! გაავრცელეთ საბერძნეთის ჯგუფებში, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ შეგვხმიანეთ ნომერზე 6996408989 პ.ს. დედაჩემს ნუ დაურეკავთ! ვუმალავთ!” – წერს სოფო ბობოხიძე.