დერმატოლოგი, ზაზა თელია D ვიტამინის სკრინინგის შესახებ და მისი დანამატის სახით მიღების შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

პოსტს „EMIGRANTEBI.ORG“-ი უცვლელად გთავაზობთ:

„ბოლო წლების განმავლობაში ექიმებში და პაციენტებში ძალზე პოპულარულია D ვიტამინის სკრინინგი (25-OH-D) და დანამატის სახით მიღება. ეს ტენდენცია არამარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყნებშიც შეიმჩნევა.

მაგალითად აშშ-ში სადაზღვევოს მხრიდან მისმა ანაზაღაურებამ 2000-დან 2010 წლამდე 83-ჯერ მოიმატა. მასზე დახარჯული თანხები კი ასობით მილიონ დოლარს შეადგენს.

American Family Physician, The American Society for Clinical Pathology, The U.S. Preventive Services Task Force – რეკომენდაციები:

1.არ არსებობს სარწმუნო მტკიცებულება D ვიტამინის სკრინინგის ბენეფიტთან დაკავშირებით;

2.არ არსებობს მტკიცებულება, რომ D ვიტამინის დანამატის სახით მიღება ახდენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ან მოტეხილობების პრევენციას;

3. 100-ზე მეტი დაკვირვებითი და რენდომიზირებული- კონტროლირებადი კვლევების სისტემურმა მიმოხილვამ და მეტა ანალიზმა ანახა, რომ D ვიტამინის დანამატის სახით მიღება არ ზრდის ძვლის მინერალურ სიმკვრივეს ან ამცირებს მოტეხილობების რისკს;

4. ანალიზის პასუხის – 25-OH-D მის-ინტერპრეტაცია (არასწორი გაგება), რასაც პირადად მე ვხვდები ყოველდღიურად National Academy of Medicine (formerly the Institute of Medicine) თვლის, რომ 20 ნგ/მლ-ზე მეტი ნორმალური მაჩვენებელია (levels greater than 20 ng per mL have adequate vitamin D for bone health);

5. და ბოლოს – The National Academy of Medicine -მა აღნიშნა, რომ D ვიტამინის მიღებამ 4,000 IU-ზე მეტი დღეში შესაძლებელია გამოიწვიოს ტოქსიკოზი, კერძოდ თირკმლისმიერი დაზიანება, ჰიპერკალცემია, სისხლძარღვოვანი კალციფიკაცია, “- წერს ზაზა თელია.