საქართველოს ბანკის” თავდამსხმელი, ბადრი ესებუა, რომელმაც ბანკიდან $500 000 გაიტაცა, დღემდე არ არის დაკავებული. ბოროტმოქმედზე ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს:

“ბადრი ესებუამ უკრაინის თანადგომის ფონდში 200.000 დოლარი გადარიცხა”, – წერს ლაშა ბერულავა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა, თუმცა თავდამსხმელი დღემდე არ არის დაკავებული.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდამსხმელი, რომელმაც მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ 500 000 აშშ დოლარი მიიღო და მიმალვა მოახერხა, 32 წლის ბადრი ესებუაა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here