უკრაინის ქალაქ მარიუპოლში იპოვეს ქართველი ბავშვები, რომლებსაც ოჯახი საქართველოდან ეძებდა. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებელი თაკო სანი (Tako Sunny) წერს, პატარა ბურჭულაძეები დედასთან ერთად სამშვიდობოს არიან.
“მეგობრებოოო უღრმესი მადლობა ვინც ეძებდით ჩვენთან ერთად დათო და მარიამს. დამთავრდა 12 დღიანი ჯოჯოხეთი ჩვენი ოჯახისთვის და ახლობლებისთვის. მინდა გახაროთ რომ აფეთქებული მარიოპოლიდან გამოაღწიეს და სამშვიდობოს არიან. მადლობა ყველას იმ უდიდესი მხარდაჭერისთვის რასაც ეს დღეები ვგრძნობდით თქვენი ლოცვის და კეთილი სურვილების დამსახურებაა ყველაფერი. პატარა ბურჭულაძეები დედასთან ერთად სამშვიდობოს არიან”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ 11 მარტს ამავე მომხმარებელმა შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქზე:
“ეს ბავშვები არიან მარიოპოლში ჩარჩენილები, დათო და მარიამი. იქნებ ვინმემ რამენაირად შეძლოდ დახმარება. ტელეფონებიც აღარ აქვთ, აღარც საკვები Mariupol. prospekt stroitelei 177. kvartira55
ამ მისამართზე არიან.
+380 935440147 ტელ ნომერი. ბავშვების დედას ანია ქვია. ბავშვები არიან ბიძაშვილები მამა საქართველოშია და ვერც ვერავის ვაწვდენთ ხმას უკვე ისე ვართ არც ვიცით რა ვიფიქროთ დღეს მარიაპოლი დაბომბეს და კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ვართ თუ ვინმეს ეცნობა ან შეუძლია რამე გვითხრას ცოცხლები არიან როგორ არიან გთხოვთ ძალიან გთხოვთ რომ გაგვაგებინოთ, დედით უკრიანელები მამით ქართველები არიან”.