სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფში, ლიანა იტალიელ ოჯახთან გამართულ დიალოგის შესახებ წერს

მოგესალმებით მეგობრებო!
დღეს იტალიაში ერთ- ერთ ოჯახში საუბრისას,რუსეთ- უკრაინის ომის თემასთან დაკავშირებით გაგრძელდა საქართველოზე საუბარი,სადაც მე ჩემს საქართველოს და ქართველებს ძალიან ვაქებდი , თუ როგორი შრომის მოყვარული ერი ვართ და უმაღლეს მწვერვალზე ამყავდა ქართველები. შეძლებისდაგვარად ვაცნობდი ჩვენს კულტურას.ავღნიშნე მთავრობის უყურადღებო დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ,თუ როგორ გახდა მოსახლეობა იძულებული რომ ემიგრანტები გამხდარიყვნენ და საქართველოში რომ სამსახურები არ არის და შეუძლებელია იქ არსებობათქო…..

იტალიელმა ასეთი რამ მითხრა:
ჩემს ძმისშვილს ჰყავს ქართველი ცოლი, 5 წელიწადია საქართველოში იყიდეს მიწები, ამუშავებენ მიწებს,ჰყავთ შინაური ცხოველები და ფრინველებიო.მოსავალს მაღაზიებში აბარებენ და ძალიან მოსწონს საქართველოში ცხოვრების პირობებიო.ყველანაირი პირობები აქვს სოფელი რომ განავითაროსო.ძალიან ბევრი მიწები და სახლები ყოფილა უპატრონოდ მიტოვებულიო.აქ რომ მოდიხართ და ბადანტეებათ მუშაობთ ,რატომ გაქვთ სახლები მიტოვებული და რატომ არ ამუშავებთ მიწებსო??თქვენ რომლებსაც მთავრობა არ მოგწონთ და იმ ხალხსაც ,რომლებიც სოფლებში მუშაობენ და სოფლის მეურნეობას მისდევენ,ორივე მხარეს ხომ ერთნაირი მთავრობა გყავთ და ისინი როგორ მუშაობენ და თქვენ რატომ გარბიხართ ქვეყნიდანო!? 🤔🤔🤔

მითუმეტეს თქვენი ქვეყანა ყველაფრით მდიდარი ყოფილაო.რატომ არ მუშაობთ თქვენს ქვეყანაში და აქეთ რატო გამორბიხართო???🤔🤔🤔 პასუხი რა ვუთხრა?არადა 100 % – იანი სიმართლე მითხრა.ისეთი შეგრძნება დამეუფლა უხერხულობისაგან,თითქოს რაღაც სიმართლე დამიმტკიცეს და ტყუილში გამომიჭირესთქო..🙃🙃😞😞 რა ვუთხრა რატომ არის უცხოელისთვის ან ზოგიერთისთვის პერპექტიული საქართველოში მუშაობა და ჩვენ ზოგიერთები რატომ არ ვამუშავებთ ჩვენს მიწებსთქო?? ძნელია სიმართლის აღიარება.🤔🤔🤔🤔🤔 რა ვთქვა რით ვიმართლო თავი??🤔🤔 წერს მომხმარებელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here