იტალიური საინფორმაციო პორტალ ANSA ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიაში 51 წლის მამაკაცს ორი მოვლელის მკვლელობისთვის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ჯამპიერო რიჩოლის ბრალი 40 წლის ალესანდრო საბატინოსა და 23 წლის ლუიჯი სერეტოს მკვლელობისთვის ჰქონდა წაყენებული.

ორივე გარდაცვლილი 2014 წელს მსჯავრდებულის მამასთან ბადანტედ მუშაობდა.

მათი ცხედრების კვალი გასული წლის თებერვალში აღმოაჩინეს რიჩოლის ვილაში, ტივოლის რაიონში, სირაკუზადან დაახლოებით ათი კილომეტრის დაშორებით.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბატინო და ლუიჯის ცხედრები თასმებით იყვნენ გადაბმული, ორივე მათგანი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. კვალის დაფარვის მიზნით იგი მან გვამები რიჩოლის ვილის ბაღში დაასაფლავა და შემდეგ ზედ აგურის ღუმელი ააშენა.

რიჩოლისა და ორივე ბადანტეს შორის უთანხმოება მას შემდეგ წარმოიშვა, როდესაც ამ უკანასკნელმა პოლიციას შვილის მიერ მამის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ საჩივარი შეიტანა. რიჩოლიმ შური იძია. ნათქვამია საბრალდებო დასკვნაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here