საწვავის ფასის მკვეთრი ზრდის გამო, საქალაქთაშორისო მგზავრობაზე დაწესებული ტარიფები დაკორექტირდა. ამის შესახებ bm.ge-წერს.

დიდუბის ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე ამბობს, რომ კონკრეტულ მიმართულებებზე მგზავრების გადამყვანებმა ფასები 10-12%-ით გაზარდეს.

დიდუბის ავტოსადგურში აცხადებენ, რომ არსებული ტარიფები თვის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ საწვავის ფასი ზრდას კიდევ განაგრძობს, მგზავრთგადამყვანებს ტარიფების გადახედვა კიდევ მოუწევთ.

„ბოლო პერიოდში საწვავის ფასების კატასტროფულად მატებამ გამოიწვია ის, რომ ზოგიერთი მიმართულების მძღოლებმა მოგვმართეს ფასების გადახედვის მიზნით. იცით, რომ დიდუბის ავტოსადგური ემსახურება მგზავრთგადამყვანებს. მანქანები მათ ეკუთვნით და მათ გადაჰყავთ მგზავრები. მოთხოვნა გაზიარებული იყო ჩვენი მხრიდან. ეს მიმართულებებია: ბათუმი, ზესტაფონი, წყალტუბო, ქუთაისი, ამ შემთხვევაში ფასები გაიზარდა 10-12%-ით. ახლომდებარე მარშრუტებზე ფასები არ შეცვლილა”- აცხადებს დიდუბის ავტოსადგურის დირექტორი ნესტორ მიქატაძე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here