რომში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

კოვიდ სერთიფიკატების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

შეტაკებები ე.წ. მწვანე საშვების მოწინააღმდეგეთა და სამართალდამცველთა შორის რომის ერთ – ერთ ცენტრალურ მოედანზე დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია აქციის ორი მონაწილე.

რომის ცენტრში კოვიდბარათების გასაპროტესტებლად 10 000-მდე ადამიანი შეიკრიბა. საპროტესტო აქციაში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის “ახალი ძალის” (“Forza nuova”) მომხრეებიც მონაწილეობდნენ.

დემონსტრანტებმა მჯდომარე პროტესტის შემდეგ გადაადგილება დაიწყეს და საგზაო მოძრაობა გადაკეტეს, რასაც პოლიციის მხრიდან რეაგირება მოჰყვა.

Similar Posts