თბილისის ცენტრში, ბერბუკის ქუჩაზე, ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე არაოფიციალური ვერსია ვრცელდება – ერთ-ერთის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქე საცხოვრებელი კორპუსის მე-14 სართულიდან გვიან ღამით გადმოვარდა, მეორე ვერსიით, საქმე შესაძლოა, სუიციდთან გვქონდეს. ადგილობრივები არც იმას გამორიცხავენ, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე გადმოაგდეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ 22 წლის ქალი ბერბუკის ქუჩაზე ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

ქალის ცხედარი ახლა პროზექტურაშია გადასვენებული, საქმეზე ძიება თვითმკველობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.