თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, ხაშურის მონაკვეთზე, სამჯერ ამოტრიალდა.

მგზავრების ახლობლების ცნობით, ავარია სავარაუდოდ, გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია.

“ჩქარა მოდიოდა თურმე და ეტყობა მოხვევისას ვერ მოზომა. ტროტუართან 3-ჯერ ამოტრიალდა და მერე ხრამში გადავარდა”,- უთხრა “პრაიმტაიმს”ერთ-ერთი მგზავრის ახლობელმა.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა 14 მგზავრი დაშავდა. ზოგ მათგანს მხარის, ლავიწის და მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

დაშავებულები ჯერ ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი კვლევები ჩაუტარდათ, ხოლო მოგვიანებით ყველა მათგანი თბილისში გადაიყვანეს.

ადგილზე ჩავიდა ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია.