წალენჯიხის სოფელ ჭალეში 8 წლის ბავშვს ცეცხლი წაეკიდა და სხეულის მძიმე დამწვრობა მიიღო.
ცნობილია, რომ ის ცეცხლის დანთებას ცდილობდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, მას ხელზე ნავთი გადაესხა. ცეცხლი აალდა და ტანსაცმელს გადაედო. 8 წლის ბიჭი ოჯახის წევრმა გადაარჩინა და სასწრაფო დახმარება გამოიძახა. დამწვარია დამხმარე ნაგებობა.
ირკვევა ისიც, რომ იმის გამო, რომ წალენჯიხაში საკმარისი რაოდენობის რეანომობილები არ არის, სასწრაფო დახმარების ზუგდიდიდან ჩასვლა გახდა საჭირო. ბავშვი ამ წუთებში ზუგდიდის საავადმყოფოში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ბავშვს დამწვრობები სხეულის სხვადასხვა ნაწილში აქვს მიღებული. მისი მდგომარეობა მძიმეა და ექმების ცნობით, მას თბილისის შესაბამის სამედიცინო ცენტრში გადაყვანა იგეგმება.