საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ 2 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
“ათამდე შემთხვევას ვიკვლევდით, მაგრამ დადგინდა, რომ ეს იყო დელტა და დელტა +, ორ შემთხვევაში კი დადასტურდა ომიკრონის შემთხვევები. რამდენჯერმე გადავამოწმეთ, მათ შორის გერმანელ სპეციალისტთან, რომელიც იკვლევს აღნიშნულ შტამებს და ორივე შემთხვევაში დადასტურდა ომიკრონი, დადასტურდა როგორც სეკვენირებით, ისე სპეციფიური PCR ტესტით. ორივე საქართველოს მოქალაქეა, რომლებსაც მოგზაურობის ისტორია აქვს აშშ-ში და ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, დუბაიში. ორივე იზოლირებულია.
მიმდინარეობს მათი 26 კონტაქტის კვლევა. ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები. მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – – აღნიშნავს გამყრელიძე.
ავეჯის სახლ “ბელმონტე”-ში სიახლეა
🛋 მივიღეთ ახალი პროდუქცია
❗❗შეიძინეთ დღესვე და ისარგებლეთ გრანდიოზული ფასდაკლებით
👉 რატომ ჩვენ?
♻️ მისაღები ფასები
♻️ თურქული მაღალი ხარისხის წარმოება
♻️ ქარხნული გარანტია
♻️ განვადებით შესყიდვის შესაძლებლობა