საბერძნეთის, კერძოდ ლარისას სისხლის სამართლის სააპელაციო სასამართლომ რვა წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 63 წლის ქართველ ქალს, რომელმაც ბერძნული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუა ხანდაზმული ქალი, რომელმაც ის ოჯახის დამხმარე დიასახლისად დაიქირავა.

როგორც ბერძნული მედია იუწყება, ქართველი ქალი, 80 წლის მოხუცს, საუზმეზე რძეში დამამშვიდებელ აბებს უყრიდა, რის შედეგადაც მოხუცი გონებას კარგავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 20 აპრილს ქართველმა ქალმა 80 წლის ქალს პირველად 150 ევრო მოჰპარა, მოხუცმა ქალმა მომხდარი არ შეიმჩნია, თუმცა მოხუცის ჩვენების მიხედვით, მეორე დღეს ქართველმა დამხმარემ ის კვლავ ნარკოტიკული ნივთიერებით გააბრუა, რის შემდეგაც ხელიდან 10.000 ევროს ღირებულების მაჯის საათი მოჰპარა და გაუჩინარდა. მომხდარის შესახებ დაზარალებულმა ქალმა პოლიციაში განაცხადა.

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი ქალი, მაშინ დააკავა, როდესაც ის ტაქსით ათენის მიმართულებით გადაადგილდებოდა. სტატია სრულად იხ ამ ლინკზე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here