საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მატარებელი მიგრანტებს შეეჯახა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ინციდენტის შედეგად 3 მიგრანტი დაიღუპა.

პოლიციის ცნობით, შემთხვევა სენ-ჟან-დე-ლიუზთან ახლოს მოხდა. ოთხი მიგრანტი ლიანდაგებზე იწვა, სამი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ერთი კი – მძიმე მგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამასთან, ჯერჯერობით უცნობია, რატომ იწვნენ მიგრანტები ლიანდაგებზე.