რომი, 9 მარტი EMIGRANTEBI.ORG
რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ფონზე იტალიაში ამ დროისთვის 21 000-ზე მეტი უკრაინელი შევიდა.
EMIGRANTEBI.ORG-ის ცნობით, იტალიას 21 095 უკრაინის მოქალაქემ შეაფარა თავი. მათგან 10553 ქალია, 1989 მამაკაცი ხოლო 8553 კი არასრულწლოვანი. მთავარი მიმართულებები იყო რომი, მილანი, ნეაპოლი და ბოლონია. გასული დღის განმავლობაში იტალიაში 4000 უკრაინელი ჩავიდა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი (UNHCR) აცხადებს, რომ 2 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა ქვეყანა.