უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR ტესტის გარეშე.

ასევე, შენარჩუნდება ვაქცინაციაზე დაწესებული წახალისების პროგრამა.

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება.