რა ქვია ადამიანს, რომელიც ახლობელს ღალატობს? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება: ადამიანები ჩხუბობენ, შორდებიან, მაგრამ მაინც ადამიანებად რჩებიან. პაპარაცის დღევანდელი სტატიის გმირმა კი გადაწყვიტა თავის სასარგებლოდ დედის მოტყუება. როგორ მივიდა აქამდე ინგა და რატომ არ იმსახურებს პატიებას, დღევანდელ სტატიაში წაიკითხავთ.
დედის მოტყუება
ინგას ყოველთვის განსაკუთრებული მისწრაფებები ჰქონდა. მას მიზნის მისაღწევად ყველაფერზე შეეძლო წასვლა. ერთი მხრივ, ირინა ამაყობდა თავისი ქალიშვილით, მაგრამ გულის სიღრმეში ღელავდა. რა მოხდებოდა, თუ ერთ დღეს ერთი ადამიანი მაინც, ვინც ინგამ თავის სასარგებლოდ მოატყუა, მასზე შურისძიებას გადაწყვეტდა? მითუმეტეს, ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ ერთ დღეს თავადაც გახდებოდა ქალიშვილის მსხვერპლი.ირინა ერთ ლამაზ სახლში ცხოვრობდა, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მშობლებისგან. გაზარდა ქალიშვილი ინგა. სოფელში ყველას უყვარდა ეს კეთილი და თბილი ქალი მაგრამ არ მოსწონდათ ინგა. როდესაც გოგონამ სკოლა დაამთავრა, უნივერსიტეტში ჩააბარა და საცხოვრებლად ქალაქში გადავიდა, ბევრს გაუხარდა მისი წასვლა.
თუმცა, ხუთი წლის შემდეგ ინგა უკან დაბრუნდა. მისი არგუმენტი ის იყო, რომ დედაზე უნდა ეზრუნა, თუმცა ირინას ეს ნამდვილად არ სჭირდებოდა. ყველა ხვდებოდა, რომ შვილი რაღაცის გამო დაბრუნდა და ერთ დღესაც სახლს ძვირადღირებული მანქანა მოადგა. ერთი კვირის შემდეგ კი რამდენიმე ადამიანმა ძალით გამოასახლა ირინა თავისი სახლიდან.
ქალიშვილის ღალატი – ირინა ქუჩაში დარჩა უფულოდ თავის ნივთებთან ერთად. იდგა შუა გზაზე და ტიროდა, სანამ მეზობელმა ვიღაცის სახლში არ შეაფარა. აღმოჩნდა, რომ შვილმა მოტყუებით მოაწერინა დედას ხელი საბუთებზე და სახლი გაყიდინა და ამ ფულით იტალიაში წავიდა მეგობარ ბიჭთან ერთად.მიტოვებულ დედას ახლობლები ამოუდგე გვერდში. მეზობელს თავისუფალი მიშენება ჰქონდა და იქ შეიფარა, შემდეგ სოფელმა ნელ-ნელა შეუგროვა ფული ქალს ახალი სახლისთვის. ირინამ პატარა და მყუდრო სახლის ყიდვა მოახერხა და ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა ძალიან სტკიოდა გული ქალიშვილის საქციელის გამო. მთელი 10 წელი ინგა ერთხელაც არ გამოჩენილა და არ მოუკითხავს დედა.
ახლობლები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ ხოლმე ირინას მატერიალურად და მორალურადაც. ამასობაში ქალი დაუახლოვდა ერთ სასიამოვნო მამაკაცს, შემდეგ ცოლად გაჰყვა და მათ ერთად იყიდეს ახალი და ლამაზი სახლი.10 წლის შემდეგ კი, ერთ მშვენიერ დღეს სახლის ზღურბლზე ინგა გამოჩნდა. ის გაფითრებული იყო და სურდა დედასთან დალაპარაკება, მაგრამ დედამ არ ისურვა მისი მოსმენა. სთხოვა ქმარს გაეცილებინა ქალიშვილი და ეს წერილი გადაეცაინგა, მე ყველაფერი მოგეცი, რაც შემეძლო, თუმცა შენ ყველაფერი გეცოტავებოდა. იქამდე მიხვედი, რომ უსახლ-კაროდ დამტოვე. გამიყიდე შენი მშობლიური სახლი, სადაც გაიზარდე, სადაც ყოველთვის უხაროდათ შენი ყოფნა. დამტოვე უფულოდ და უსახლ-კაროდ ქუჩაში. არ შემიძლია შენი პატიება, შენ შეგიძლია აპატიო შენს თავს?”
რას გვასწავლის ეს ამბავი: ირინას პოზიცია გვესმის. დედებს ბევრი რამის პატიება შეუძლიათ, მაგრამ ეს სიტუაცია ყველა ზღვარს გასცდა. თქვენ როგორ მოიქცეოდით მის ადგილას? შეძლებდით პატიებას? გაგვიზიარეთ კომენტარებში