ევროპის ბევრმა ქვეყანამ კოვიდ 19 ვირუსით გამოწვეული შეზღუდვები გააუქმა, მათ შორის ნიღბების გამოყენება საჯარო სივრცეებში და ასევე მწვანე ბარათის წარდგენის ვალდებულება გარკვეულ დაწესებულებებში. წერს merani TV-ი

იტალიის მთავრობა მოსახლეობას კოვიდრეგულაციების შემსუბუქებას დაჰპირდა, თუმცა მათი განხორციელება მხოლოდ 10 მარტიდან იგეგმება. ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.

იტალიის მთავრობის გეგმაში სპორტულ სტადიონებზე მაყურებელთა რიცხვის გაზრდაც შედის 75%-მდე, აპრილში კი ეს რიცხვი 100%-მდე გაიზრდება.

გარდა ამისა, კინოსა და თეატრებში კვლავ იქნება შესაძლებელი საკვებისა და სასმლის შეტანა.

11 თებერვალს, როგორც მოგეხსენებათ, იტალიის მთავრობამ გახსნა ღამის კლუბები და გააუქმა ნიღბების ტარების ვალდებულება საჯარო სივრცეში.

პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ ზომების შემსუბუქების ,,ვადები“ მალე გამოცხადდება, თუმცა შემდგომი ცვლილებების შესახებ მას არ უსაუბრია.

როდის მოიხსნება ნიღბის ტარების ვალდებულება შიდა სივრცეებში?

იტალიაში ამჟამად მოქმედი რეგულაციების თანახმად, იმისათვის, რომ გქონდეთ ნებისმიერ თქვენთვის აუცილებელ და საჭირო სერვისზე წვდომა, საჭიროა ე.წ ,,Green Pass’’ და ნიღაბი FFP2.

იტალიურ მედიაში ამ კვირაში გავრცელდა სპეკულაცია, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული რეგულაციები 31 მარტიდან მოიხსნება და დასრულდება ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობა.

უკანასკნელი მონაცემებით 31 მარტი ნამდვილად არის ის თარიღი, როდესაც ყველა რეგულაცია მოიხსნება, თუმცა საუბარია ახალი წესების შემოღებაზე, რაც სრულად არავის გაათავისუფლებს Covid 19 ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობებისგან.

,,საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, დაიწყება ახალი ეტაპი, რომელიც შესაბამის მოთხოვნებს დააწესებს“ – განუცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ანდრეა კოსტამ გაზეთ Il Messaggero-ს.

ინგლისურიდან თარგმნა გვინინამ
წყარო: The Local