იტალიის მთავრობამ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირობებში იახტა “Lady M” “დააკავა”. იახტა ეკუთვნის ალექსი მორდაშოვს.
იახტა 65 მილიონ დოლარადაა შეფასებული.
მორდაშოვი რუსეთის მეოთხე უმსხვილესი ფოლადის მწარმოებლის, Severstal-ის აქციონერია. ის ასევე ფლობს წილებს ოქროს მწარმოებელ Nordgold-ში, ელექტროენერგიის გამომუშავების აღჭურვილობის მწარმოებელ Power Machines-სა და TUI-ში, ევროპულ ტუროპერატორში. მას ინვესტიციები აქვს National Media Group-ში, Bank Rossiya-სა და სატელეკომუნიკაციო ოპერატორ Rostelecom-ში.