იტალიაში გამგზავრების მსურველ მოქალაქეთა საყურადღებოდ

იტალიის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები
ზოგადი ინფორმაცია

გაუქმდა რისკის ქვეყნების სია (მათ შორის E კატეგორიის სია, რომელშიც შედიოდა საქართველო). იტალიის ტერიტორიაზე შესვლის მარეგულირებელი წესები სტანდარტულ პირობებს დაუბრუნდა.

საქართველოდან მიმავალმა მგზავრმა იტალიის ტერიტორიაზე შესვლისას (გარდა უვიზო მიმოსვლის პირობებით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა) უნდა წარადგინოს:

  • მგზავრის ლოკატორის ფორმა (PLF);
  • კოვიდ-პასპორტი, გამოჯანმრთელების მოწმობა ან მოლეკულური ან ანტიგენის ნეგატიური ტესტის სერთიფიკატი.

მგზავრი რომელიც აცრილია ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზებული ვაქცინით (Moderna, Pfizer, Astra Zeneca, Johnson & Johnson) – წარადგენს კოვიდ-პასპორტს;

არავაქცინირებული ან არაავტორიზებული ვაქცინით აცრილები ზემოაღნიშნული სერთიფიკატის წარუდგენლობის შემთხვევაში, დაექვემდებარებიან 5-დღიან თვითიზოლაციას და ვალდებულები არიან ამ პერიოდის ბოლოს ჩაიტარონ მოლეკულური ან ანტიგენის სწრაფი ტესტი.


დამატებითი ინფორმაცია

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ვებ-გვერდებზე:

ბმული 1;

ბმული 2;

ბმული 3;

Similar Posts

  • იტალია თვითიზოლაციის რეჟიმს ამსუბუქებს

    იტალიის ხელისუფლება თვითიზოლაციის რეჟიმს ამსუბუქებს მათთვის, ვინც კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტობდა, თუმცა თავად სრულად ვაქცინირებულია, ან ცოტა ხნის წინ გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ექსპერტების თქმით, კორონავირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” სწრაფმა გავრცელებამ, შესაძლოა, ქვეყნის პარალიზება მოახდინოს და მილიონობით ადამიანი აიძულოს, სახლში დარჩეს. თვითიზოლაციაში გადასვლა აღარ მოეთხოვებათ ადამიანებს, ვინც ე.წ. ბუსტერითაა აცრილი ან…

  • რა პირობით დაეხმარება იტალიის მთავრობა ლტოლვილებს?

    იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე ფაბრიციო კურჩომ, ხელი ახალ ბრძანებულებას მოაწერა, რომელიც უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსურ დახმარებას ითვალისწინებს. წერს გაზეთი ალია დახმარება განკუთვნილია იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც იტალიაში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ. თანხის მიღება ლტოლვილებს მას შემდეგ შეეძლებათ, რაც ქვესტურა ლტოლვილის დროებით ბინადრობის ნებართვას გადასცემს (რომელიც ერთწლიანია). ზრდასრულ პირზე გამოყოფილია თვეში 300 ევრო, ხოლო არასრულწლოვანზე…

  • რომი-ქუთაისი-რომის მიმართულებით ფრენები განახლდა – იხილეთ რეისების განრიგი

    EMIGRANTEBI.ORG რომი, 28 მარტი 2022 – Wizz air​-მა რომი-ქუთაისი-რომის მიმართულებით ფრენები განაახლა – როგორია რეისების განრიგი. ვიზალიბერალიზაციის 5 წლისთავთან დაკავშირებით რომი-ქუთაისი-რომის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა განახლდა. 28 მარტიდან რეისებს კვირაში ორჯერ ავიაკომპანია Wizz air ასრულებს. აეროპორტში გამართულ ღონისძიებას ქუთაისის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. პირველი რეისის მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციული საჩუქრებიც დაურიგდათ….

  • იტალიაში ევთანაზიის ლეგალიზაციას ითხოვენ

    იტალიაში 750 000-ზე მეტმა ადამიანმა ევთანაზიის ლეგალიზაციის მოთხოვნით პეტიციას მოაწერა ხელი. ინფორმაციას The Local ავრცელებს. რეფერენდუმის გამართვისთვის 500 000 ადამიანის ხელმოწერა იყო საჭირო. ამრიგად, უკვე მომდევნო წელს, ქვეყანაში, შესაძლოა, ჩატარდეს რეფერენდუმი კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. მოქმედი კანონის თანახმად, ყველას, ვინც სხვა ადამიანს თვითმკვლელობაში ეხმარება, 5-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრება. რეფერენდუმის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ თუ კანონმდებლობაში ცვლილებები შევა,…

  • იტალიაში ვულკანი ეტნა გააქტიურდა – VIDEO

    ევროპის ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანი – ეტნა გააქტიურდა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს. იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ვულკანის კრატერის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილიდან კვამლი და ფერფლი 8 კილომეტრის სიმაღლეზე აიტყორცნა. კუნძულ სიცილიაზე მდებარე ეტნა, რომელიც 3 300 მეტრზე მაღალია, წელიწადში რამდენჯერმე აქტიურდება. ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მისი კრატერიდან ლავის ყველაზე დიდი ამოფრქვევა 1992 წელს იყო.

  • მილანში ტერორიზმში ეჭვმიტანილი 19 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს

    იტალიის სამართალდამცავმა ორგანოებმა მილანში 19 წლის ახალგაზრდა ქალი დააკავეს, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი. ინფორმაციას პოლიცია ავრცელებს. “მილანში ანტიტერორისტული ოპერაციის დროს წარმოშობით კოსოვოელი, იტალიის 19 წლის მოქალაქე დააკავეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში. როგორც სააგენტო ANSA იტყობინება, დაკავებული ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” უჭერდა მხარს. გამოძიების შედეგად ასევე დადგინდა, რომ დაკავებულის ქმარი იმ ტერორისტის ნათესავია, რომელმაც 2020 წლის ნოემბერში, ვენაში ტერაქტი მოაწყო.