იტალიაში ქუჩაში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ერთ ადგილას ბევრი ადამიანი იკრიბება. Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრისმ რობერტო სპერანცას შესაბამისი ბრძანება 11 თებერვლიდან ამოქმედდება.

„ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარაა, თუმცა 31 მარტამდე პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ სივრცეებში“, – აღნიშნულია განკარგულებაში.

31 მარტს ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის რეჟიმის ვადა იწურება. იტალიური მედიის ცნობით, მარტიდან შესაძლოა სტადიონების 100%-ით შევსება გახდეს ნებადართული.

ხელისუფლების განცხადებით, ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების ფონზე ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია.