რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ქორწინების გარეშე სექსს ყველაზე სერიოზულ ცოდვად არ თვლის. ამის შესახებ Independent იუწყება.
ჟურნალისტებთან კითხვა-პასუხის სესიის დროს, რომლებიც პონტიფიკოსთან ერთად საბერძნეთიდან იტალიაში ბრუნდებოდნენ, პაპმა თქვა, რომ “სხეულის ცოდვები ყველაზე სერიოზული ცოდვები არ არის”.
ამასთან, რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, უმძიმესი ცოდვები თავხედობა და სიძულვილია.