ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი საქართველოში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას ეხმაურება და ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ მიწისძვრის პროცესი დაესიზმრა.

„წლებია, მიწისძვრის წინ, რამდენიმე საათით ადრე, დაუძლეველი ძილიანობა მემართებოდა, რომ იტყვიან, „გათიშვამდე“, ჩემები მეკითხებოდნენ კიდეც, ისეთიაო, ანუ მიწისძვრისო? თუ „ისეთი“ იყო, აუცილებლად ხდებოდა მიწისძვრა. ეს „საიდუმლო“ ახლობლებმა კარგად იციან. ეს წლები გრძელდებოდა.

დღევანდელი მიწისძვრის “პროგნოზი” არ მქონდა და ანას ვუთხარი,  გულისწყვეტით; ხედავ, თურმე მიწისძვრას ვეღარ ვგრძნობ-მეთქი.

ახლა გამახსენდა, ზუსტად გუშინწინ მიწისძვრა მესიზმრა, აქ, ამ ადგილას, ვაკეში, სადაც ადრე ჩემი მშობლების სახლი იდგა, ახლა კი კორპუსში ვართ; გამოვრბოდით და ანას ბავშვი ეჭირა, ჭერი დამსკდარიყო. მეუღლე კორიდორში ვითომ პალტოებს დასწვდა, გარეთ ციოდა. გუშინ სიზმარი ვუამბე ჩემებს, ერთი კი მიკვირდა, ტყუპებიდან ანას ერთი რატომ ეჭირა-მეთქი.

დმანისში – ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლი

ამ საღამოს, რომ დაკრა მიწისძვრამ, ბავშვების ოთახში შევცვივდით, ანამ ორივე აიყვანა ხელში და მოდი, სვეტთან დადექი-მეთქი, ვუყვირე. ჭაღი წკარუნს აგრძელებდა.
და მე ვთქვი, რომ მიწისძვრას ვეღარ ვგრძნობ წინასწარ?

ერთი დღით ადრე მიწისძვრა, ზუსტი ადგილი, სეზონი, მე და ანა, ყველაფერი სიზმარში ლამის ფილმივით ვნახე და ახლა ორივე ბავშვი რომ უცებ აიტაცა ეგ ვეღარ დავიმახსოვრე, ეტყობა!
მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. დაგვიფარავს უფალი!“, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში რამდენიმე საათის წინ მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრემ 6.2 მაგნიტუდა შეადგინა

წყარო პრაიმტაიმი