წუხელ თბილისის დროით 22:25 საათზე საქართველოში 6.2 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა მოხდა.

ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო. მიწისძვრის შედეგად, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შახმარლოში ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ასევე, რამდენიმე სოფელს დროებით შეუწყდა ელექტრომომარაგება.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულის შემდეგი კიდევ ორი 4.5 და 3.8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა.