უკრაინა გეგმავს თინა კანდელაკი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადოს – ამის შესახებ უკრაინის გენპროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ საკუთარ Facebook-ზე დაწერა.

„იძულებული ვარ მოგმართოთ, თინა კანდელაკო, როგორც გენერალურმა პროკურორმა, მინდა გაცნობოთ, რომ თქვენი პროცესუალური სტატუსი უკრაინაში იქნება – პირი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში” – წერს გენპროკურორი.

უკრაინული ხელისუფლება მას სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილში ადანაშაულებს, რაც გულისხმობს: „კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრის/საზღვრების შეცვლის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებას“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here