ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ „ომიკრონი“ განსაკუთრებით საშიში გახდა ბავშვებისთვის იმაზე მეტად, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის დროს იყო.

“ომიკრონი საშიშია. ბავშვების, 5 წლამდე, ჰოსპიტალიზაცია არის უფრო მაღალი დელტასთან შედარებით. უფრო დეტალური და სავარაუდოდ, არც ისე სასიხარულო ამბავი გვექნება 6-7 დღეში.

ეს ვარიანტი სავარაუდოდ ცირკულირებს მსოფლიოში უკვე 3-4 თვე. ეს ვარიანტი უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში არის დაფიქსირებული და შესაძლებელია რომ ეს ვარიანტი უკვე საქართველოშია. ბრაზილიაში რიოში, მსოფლიოში ცნობილი საახალწლო ზეიმი აღარ იქნება რუსეთში რეკორდული ინფიცირების და სიკვდილიანობის მაჩვენებლებია და ასე შემდეგ…

სასწრაფოდ უნდა ვიმოქმედოთ. რეკომენდაცია საქართვრლოს მთავრობას:

ყველა საქართველოში ჩამოსული ადამიანი, ვაქცინირებული და არა ვაქცინირებული, უნდა წარადგინოს პსრ ტესტი (48 საათით ადრე) სანამ გადალახავს საქართველოს საზღვარს;

გაიხსნა ავეჯის სახლი “ბელმონტე” თუ გსურთ შეიძინოთ საუკეთესო ხარისხის თურქული ავეჯი გვეწვიეთ მისამართზე ქ. თბილისი გურამიშვილის გამზირი 41თ თუ გსურთ იხილოთ ჩვენი პროდუქცია იხილეთ ჩვენი Facebook პოსტი

სასწრაფოდ გადასვლა მაღალ ეფექტურ ვაქცინებზე (ფაიზერ/ბიონტეკზე ან მოდერნაზე);

ბუსტერი, ანუ მე-3 დოზა უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინირებულისთვის მე-2 დიზიდან 3 თვეში. მე-3 დოზა უნდა იყოს მხოლოდ ფაიზერ/ბიონტეკის ან მოდერნას ვაქცინა სრულიად ვაქცინირებული უნდა იყოს: 1 დოზა, მე-2 დოზა 21-28 დღეში, მე-3 დოზა მე-2 დოზიდან 3 თვეში.

კოვიდ საშვის “გამწვანება” უნდა იყოს მხოლოდ:

  • სრულიად ვაქცინირებული პროტოკოლის მიხედვით
  • პსრ ტესტი 24 საათის ვალიდურობა
  • კივიდ გადატანილი პოზიტიური ტესტი 3 თვეს ვალიდურობა

თავს ნუ ვიტყუებთ. მოვემზადოთ, მსოფლიოში საგანგაშო მდგომარეობაა”,- წერს გიორგი ფხაკაძე