შემზარავი მკვლელობა აჭარაში – კაცმა ცოლ-შვილი მოკლა და თავი ჩამოიხრჩო

ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში 54 წლის კაცმა ნაჯახით ჯერ 43 წლის ცოლი მოკლა, შემდეგ კი 21 წლის შვილი. კიდევ ერთმა შვილმა კი თავს გაქცევით უშველა.

კაცს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. გამთენიისას ის სახლთან ახლოს ჩამომხრჩვალი ნახეს.

report.ge-ს შსს-ში უთხრეს, რომ ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

Similar Posts