საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ზალკალიანის შემცვლელი მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი, ილია დარჩიაშვილი იქნება.
„ილიას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო თუ საჯარო სექტორში მუშაობის, აქვს ბრწყინვალე განათლება და მჯერა, რომ ილია იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.