საბერძნეთი თურქეთთან საზღვარზე კონტროლს ამკაცრებს, რადგან ავღანეთში შექმნილი კრიზისის ფონზე უკანონო მიგრაციის ნაკადის ზრდის ეშინია. ინფორმაციას Ekathimerini ავრცელებს.

უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში 1500 არსებულ მესაზღვრეს დამატებით 250 ოფიცერი დაემატება. თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე აეროპორტებსა და რეგიონებში კი კიდევ 800 თანამშრომელს გადაანაწილებენ.

ამასთან, საბერძნეთის ხელისუფლება ევროკავშირისგან მიგრაციის შეკავების კუთხით უფრო მკაცრი ზომების გატარებას ითხოვს.