საფრანგეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მიწისძვრა საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიაზე, ახალ კალედონიაში მოხდა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ EMIGRANTEBI.ORG-ი აშშ-ის სეისმოლოგიის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს. მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის შკალით 6,8 მაგნიტუდა შეადგინა, ხოლო სიღრმე 10 კმ. ეპიცენტრი მდებარეობს კუნძულ ლუაიოტზე, სადაც 7500 ადამიანი ცხოვრობს. ცუნამის შესახებ გაფრთხილება არ გამოცხადებულა.